სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


  • პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – პირობითი სასჯელი.

BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, რა დროსაც მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით განხორციელდება.

66 წლის სარკოზი მოსამართლე ჟილბერტ აზიბერტის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზმა მოსამართლეს, საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

ექსპრეზიდენტს განაჩენის გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

სარკოზის ყოფილ ადვოკატ ტიერი ჰერცოგსა და ჟილბერტ აზიბერტს იგივე სასჯელი მიუსაჯეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!