რუხის კლინიკაში ოჩამჩირიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 51 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 1 პაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.

“სენამედის”კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 20 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 15 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 8 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი – 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 53 ადამიანი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 114 პაციენტი.

ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ოჩამჩირის რაიონის მცხოვრებია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one × three =

Akismet ანტისპამი