“თქვენთან ერთად…”


“- მე გეუბნებით თქვენ: ტყუილია პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი გეუბნებათ თქვენ, რომ ქართველებს აფხაზეთი ჭირდებათ აფხაზების გარეშე. ჩვენ ოკუპანტების მიერ დანგრეული სოხუმის აღდგენას თქვენთან ერთად ვაპირებთ მხოლოდ“, – ამბობს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების მიერ ენგურის ხიდზე მოწყობილ მშვიდობიან მსვლელობაზე. მას ეთანხმებიან აქციის სხვა მონაწილეებიც. მათი განწყობაც ასეთია. აქციაში  მონაწილეობდნენ  ახალგაზრდები, პარტიის მხადამჭერები ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ და სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა.

სოხუმის დაცემიდან  22 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!