საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო 24 საათში 671 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 16 605 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 917, პისიარტესტით – 6 688.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 3,51 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,41 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის კი – 3,79 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 260 480 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251 748 გამოჯანმრთელდა, 3 240 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 341 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 277 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 10 =

Akismet ანტისპამი