- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 67 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი, მათ შორის მძიმე 6.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 18 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 23 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 81 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 53 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში გარდაიცვალა 82 წლის ქალბატონი. ის გადმოყვანილი იქნა, ოკუპირებული აფხაზეთიდან. ცხოვრობდა ტყვარჩელში.