საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-მეხანძრე მაშველები ხანძარს 11 ლოკაციაზე აქრობენ


  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 11 კერა, სადაც გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.
“წალენჯიხა, სოფელ ჯაღირა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.
ჯვარი, სოფელი მუჟავა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
წალენჯიხა, სოფელი სქური – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.
მარტვილი, სოფელი ბალდა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

ხონი, სოფელი ძეძილეთი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და ბუჩქები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველითა პირადი შემადგენლობა. აჭარა ქედა, სოფელი ბზუბზუ – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეინიშნება ცალკეული მხრჩოლავი კერები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველი ავტო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

რაჭა-ლეჩხუმი ონი, სოფელი ონჭევის და სოფელი წოლას მიმდებარედ – იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი.

გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები. ამ დროისათვის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა შესაბამისი ინდივიდუალური სახანძრო სპეც-აღჭურვილობით. ცაგერი, სოფელი ჩქუმი – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებულებული პუნქტი. რთული რელიეფი გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობი მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

ცაგერი, სოფელი ლაილაში – კლდოვან და ქვა-ღორღიან მთაზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ამ დროისთვის ხანძარის ადგილზეა მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 1 სახანძრო-სამაშველო ავქტო ტექნიკა. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. შიდა ქართლი კასპი, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა. ამ დროისთვის მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფიები და 3 სახანძრო-სამაშველო ავტო ტექნიკა.

ბოლო 48 საათში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა 243 ხანძრის კერა, 232 ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ყველა კერაზე ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. მზადყოფნაშია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში, თუმცა ამ დროისთვის არც ერთ კერაზე საჭიროება არ არის“~,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!