- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 94 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 11.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 23 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 16 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 38 პაციენტი, მძიმე 2.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 164. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 89 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ფოთის მცხოვრები, 68 წლის მამაკაცი რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა. ასევე, 89 წლის ასაკში ვირუსს მამაკაცი ემსხვეპლა. აბაშის მკვიდრი თერჯოლის კოვიდ ცენტრში გარდაიცვალა.