- 25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, წელს ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება.
“გავრცელებული პანდემიის გამო ა.წ. 25 დეკემბერს, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების და კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.
მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავის ეპარქიაში. ვისაც აქვს სურვილი, ჩვენს მწყემსმთავარს მიულოცოს პატრიარქობის 43-ე წელი, საქართველოს, საქართველოს ეკლესიის და მის უწმინდესობის კეთილდღეობისათვის პარასკევს, 25 დეკემბერს, დამატებით წაიკითხეთ 90-ე ფსალმუნი და „მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ თუნდაცერთ გაჭირვეულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშინისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ. წმინდა სპირიდონ ტრიუმფინტელის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს”.-ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.