- გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატ ლევან კობიაშვილის მიერ ზუგდიდიდ სტადიონზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სერიოზული შეცდომები დაუშვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ თავის დროზე, სტადიონის მშენებლობისას.
” სერიოზული შეცდომები იყო ადგილობრივი ხელისუფლების თავის დროზე დაშვებული, რომლის გამოსწორებაც რესურსიც ბევრი დაჯდა, დროც და ადამიანური კაპიტალიც”. “…გამოსაძიებელია ეგ საქმე, მე თუ მკითხავთ. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, აი პირველ ეტაპზე ამხელა რესურსი რომ იყო დახარჯული. ახლაც გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. ისე არ მიმდინარეობს, როგორც ზუგდიდელებს დააკმაყოფილებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სტადიონის მშენებლობა მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში დასრულდება”.