ზუგდიდის მერვე საჯარო სკოლას არჩეული, ახალი დირექტორი ჰყავს. ირმა ქობალია, რომელმაც ჩაანაცვლა ყოფილი დირექტორი ია გარდავა და იყო ამავე სკოლის ფიზიკის სერთიფიცირებული მასწავლებელი, სამეურვეო საბჭოს მიერ 5 ხმით იქნა არჩეული. როგორც ჩვენთან საუბარში განაცხადა რესურსცენტრის დირექტორმა გონერი პაპავამ, ირმა ქობალია მუშაობას შეუდგება მას შემდეგ, როგორც კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას მისი დანიშვნის შესახებ.