- Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირაში საჯაროდ გაიკეთებს.
მედიის ინფორმაციით, ვაქცინის საჯაროდ გაკეთებას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც გეგმავს. პენსი ვაქცინაციას პირდაპირ ეთერში პარასკევს ჩაიტარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო.