- ახალი წელი უამრავი ადამიანის საყვარელი დღესასწაულია, რომელიც ძალიან ბევრ ტრადიციასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი მხიარული და ფერად-ფერადი დღესასწაულია, არსებობს ქვეყნები, სადაც ამ დღეს ცოტატი განსხვავებულად და უცნაურადაც კი აღნიშნავენ.
გაეცანით იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციებია.
ცუდი სანტა, ავსტრია
ავსტრიაში არსებობს მითი კრამპუსის შესახებ, რომლის თანახმადაც ურჩხული კრამპუსის მოჩვენება ქუჩებში დაიარება და იმ ბავშებს ეძებს, რომლებიც მთელი წლის მანძლზე ცუდად იქცეოდნენ. თუ ავსტრიას ახალ წელს ეწვევით თქვენ ნახავთ საშიშ კოსტუმებში გამოწყობილ მოქალაქეებს, რომლებიც ბავშებს და ზოგჯერ დიდებსაც კი აშინებენ.
სანტა გორგოლაჭებზე, კარაკასი
კარაკასში ახალი წლის დილას ხალხი საყიდლებზე გორგოლაჭების მეშვეობით მიდის, ამით ისინი საცობს თავიდან ირიდებენ. ეს მოვლენა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ახლა დილაობით უამრავი ქუჩა იკეტება, რადგან ხალხს გორგოლაჭებით გადაადგილებაში მანქანებმა ხელი არ შეუშალონ.
ობობის ქსელები, უკრაინა
უკრაინაში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ძველად ცხოვრობდა მოხუცებული ქალბატონი, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება საახალწლოდ ნაძვის ხე მოერთო, ამიტომ მას ობობებმა ქსელების მეშვეობით მოურთეს ნაძვისხე და ხნიერი ქალბატონი გაახარეს. ამის შემდეგ უკრაინაში ხშირად ნახავთ ნაძვის ხეს, რომელიც ობობის ქსელების მაგვარი სათამაშოებით არის მორთული.
კიტრები ნაძვის ხეში, გერმანია
ლეგენდის თანახმად არსებობდა ორი ბიჭუნა, რომელიც ჩაკეტილები კიტრის ბოსტანში ჰყავდათ, ხოლო პრინცმა ისინი გადაარჩინა. მას შემდეგ გერმანიაში ნაძვის ხეში ხშირად კიტრს მალავენ და საჩუქარს იმ ბავშვს აძლევენ, რომელიც ამ კიტრს იპოვის.
ჯადოქარი ბელფანა, იტალია
იტალიაში არსებობს ლეგენდა, რომ ჯადოქარი ბელფანა სწორედ ისე, როგორც სანტა კლაუსი საკვამურიდან სახლებში შემოდის და წინდებში ბავშვებს კამფეტებს უტოვებს, მაგრამ ეს არ ხდება არც ახალი წლის ღამით და არც 25 დეკემბერს. ჯადოქარი ბელფანა სახლებში 5 იანვარს მიდის. ეს ლეგენდა იტალიაში დღემდე პოპულარულია და მაცხოვრებლები დღემდე სპეციალურად ბელფანასთვის ამზადებენ წინდებს.