- ოკუპირებულ აფხაზეთში გასული 24 საათის კორონავირუსზე ტესტი 367 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი 93 პირს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გარდაიცვალა 97 კოვიდინფიცირებული ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5 187 პაციენტი. კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 136-ს შეადგენს.