სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 113 პაციენტი. 

რუხის კლინიკაში იმყოფება – 156 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 70 ადამიანი.

“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 39 კოვიდპაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 8 და მძიმე 5 ადამიანი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 12 პაციენტი.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში იმყოფება 32 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში იმყოფება 28 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 192.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. ფოთის ევექსის კლინიკაში 76 წლის ქალი გარდაიცვალა. სენაკის კლინიკა სენამედში კი – 85 წლის მამაკაცი.
ორივე პაციენტი სენაკის მცხოვრები იყო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen + two =

Akismet ანტისპამი