- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში -151, ხოლო იმერეთში – 28. სულ 6 ოქტომბრიდან – 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 182 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი.