საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 895 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა 3 895 ადამიანი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 145 287 გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 900, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3689.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

12 − twelve =

Akismet ანტისპამი