ბოლო 5 წელიწადში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა


  • დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია.
ამავე ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერი ირმის “მყვირალობის” პერიოდია. ამ დროს, ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს.
“მყვირალობის პერიოდში, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით”.-ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!