ქვეყანაში კორონავირუსისგან 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 114, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 863 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.