საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 ადამიანი


  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1124 გარდაცვალების შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 3200 პაციენტი, სულ კორონავირუსისგან 98 781 ადამიანი განიკურნა.

კარანტინის რეჟიმშია 2 071, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 723 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten + 3 =

Akismet ანტისპამი