- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5374-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3623-მდე გაიზარდა.
ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.