ბიზნესფორუმი მუხურში


27 აგვისტოს, 16:00 საათზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ჩატარდება ბიზნესფორუმი. რომლის მიზანია სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში ინვესტიციების, ინვესტორების და ბიზნესპარტნიორების მოძიება, მათი დაინტერესება და ინფორმირება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, უცხოელი ინვესტორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საინვესტიციო სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაცია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!