CENN- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით სამეგრელო- ზემო სვანეთი მხარესა და აჭარის რეგიონში კოლხური ბზის ალურის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის ერთობლივი გზები დასახეს.შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების, აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
კობა ქანთარიას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან, რათა რეგიონში აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრას.