- დღეს, ზუგდიდი გამოეთხოვა თავის საყვარელ შვილს, ქალაქის კოლორიტს, ათეული წლების მანძილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინელი ჭითანავას.
პროცესია, რომელმაც გააცილა ნინელი ჭითანავა, მოკრძალებული იყო ქვეყანაში არსებული კორონაპანდემიის გამო, მაგრამ მისმა მეგობრებმა მაინც შესძლეს მისთვის თბილი სიტყვის თქმა და ბოლო გზაზე ტაშის მიძღვნა, ღირსეულად გავლილი ცხოვრებისთვის.
ზუგდიდი არასდროს დაივიწყებს ადამიანს, ვინც მას თაობები აღუზარდა.