საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 163 ადამიანი


  • საქართველოში კორონავირუსის 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 163 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 76 658 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 58 674 გამოჯანმრთელდა, 669 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 425 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 355, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 361.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 + one =

Akismet ანტისპამი