კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზუგდიდის მერიაში მოქალაქეების განცხადების მიღების წესი შეიცვალა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საქმისწარმოების ახალ სისტემაზე გადადის.

6 ნოემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეებს განცხადებების შემოტანა 24-საათიან რეჟიმში ელექტრონული ფორმით შეეძლებათ. ხელზე განცხადებების მიღება კი 13:00 საათამდე იწარმოებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნითაა მიღებული.

განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zugdidismeria@gmail.com
ასევე, მოქალაქეებს საშუალება აქვთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მომართონ ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის MSDA-ს ელექტრონული განცხადებების პორტალის MS.GOV.GE-ის გამოყენებით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × five =

Akismet ანტისპამი