მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟით, 28 აგვისტოს, 17 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მარულა გაიმართება. ცხენოსნები შეჯიბრში მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მიიღებენ.
ღონისძიების მხარდამჭერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ქალაქ ზუგდიდის მერია არიან. მარულას საინფორმაციო მხარდაჭერას კი უზრუნველყოფს ზუგდიდის ადგილობრივი ონლაინმედია. ეტყობა, ვიღაცის კაპრიზის გამო მათ სიაში ვერ მოხვდა საინფორმაციო პორტალი www.zugdidelebi.ge