ბორჯომში დაიწყო ტრენინგი რეგიონული გაზეთების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის. ტრენინგის თემაა “სოციალური ქსელების როლი ჟურნალისტურ საქმიანობაში”. ტრენინგი ტარდება პოლონური TDW და ქართული CCFJ ორგანიზაციების პარტნიორობის ფარგლებში. ტრენინგში ზუგდიდიდან მონაწილეობს გაზეთ ,,ზუგდიდისა” და საინფორმაციო პორტალის “ზუგდიდელები.გე”- ს მოხალისე ჟურნალისტი ლუკა კიტია.