- საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 54 852 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 39773 გამოჯანმრთელდა, 441 კი გარდაიცვალა.
სტაციონარში მეთვალყურეობას 4618 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2438 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.