ზუგდიდში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშებიდან 117 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 82 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 13 შემთხვევა სენაკში, 12 შემთხვევა ჩხოროწყუში, 9 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ხობში.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 132 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − 9 =

Akismet ანტისპამი