- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 დაფიქსირდა ხობში, 7 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 2 შემთხვევა ჩხოროწყუში. დანარჩენი შემთხვევები კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.
მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 103 ადამიანი.