ზუგდიდში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 351 ნიმუშებიდან 114 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 89 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 16 შემთხვევა მესტიაში, 3 შემთხვევა  ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ასევე 2 შემთხვევა სენაკში, 1 შემთხვევა ფოთში და 1 შემთხვევა ხობში. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 123 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 83 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 112 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + ten =

Akismet ანტისპამი