- დღეს, თბილისში, ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, შეძახილებით, “წადი”, “წადი”, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს.