„ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, „ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 28% და „ევროპულმა საქართველომ“ 5%-იანი მხარდაჭერა მიიღო


  • ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%;

„ევროპული საქართველო“ – 5%;

„ლელო“ – 3%;

„გირჩი“ – 3%;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

ამასთან, ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხულთა 50%-ზე მეტმა პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

როგორც „ფორმულა“ განმარტავს, ამჟამად წარმოდგენილია ეგზიტპოლის 16:00 საათის მონაცემები, ხოლო 22:00 საათისათვის 18:00 საათის მონაცემებს გამოაქვეყნებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 17 =

Akismet ანტისპამი