საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 881 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​38 936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 881 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 22 691.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 307-ს შეადგენს.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 001 მოქალაქე, თვითიზოლაციაში იმყოფება 30  467 პირი. ინფიცირებულთაგან 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 9 531 კი ბინაზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!