- სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 438 ნიმუშებიდან 60 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 26 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 12 შემთხვევა ფოთში, 6 შემთხვევა სენაკში, ასევე 6 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 4 შემთხვევა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ჩხოროწყუში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 130 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა.
62 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 151 ადამიანი.
გარდაიცვალა 1 პიროვნება. ის ზუგდიდის მცხოვრებია, 64 წლის ქალბატონს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.