საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი


  • საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის  1 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30 303  შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე, stopcov.ge -ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა 604 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 268-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + thirteen =

Akismet ანტისპამი