- სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშებიდან 69 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 57 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 31 კი ცხელებით და სხავადასხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.
4 შემთხვევა არის ფოთში, 3 შემთხვევა სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში. ასევე 1 შემთხვევა გამოვლინდა ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში და 1 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 120 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის კლინიკიდან და 1 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (5 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდან, 1 თბილისის მაცხოვრებელი).
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 177 ადამიანი.