- საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 136 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17 477-ს შეადგენს.