- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა.
“დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა – 342 ისევ აჭარაშია. თბილისში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს ცოტათი შემცირდა და 277 შეადგინა. იმერეთში დაფიქსირდა 198 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე – ჯავახეთში – 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ამჟამად გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული, უმეტესობის მდგომარეობა არის საშუალეზე მძიმე და მძიმეა, გვყავს კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ამჟამად არ არიან, მიმდინარეობს მათზე მკურნალობა.”-განაცხადა მარინა ენდელაძემ