- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიან 366 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში ინფიცირებულია 286 ადამიანი.
“366 ახალი შემთხვევა გვაქვს თბილისში, 286 აჭარაში, იმერეთში- 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 57, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 21, კახეთსა და გურიაში – 13-13, მცხეთა მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – სამი, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლში – ერთი”, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.