2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალების: ბადრი ბერანძის და დავით ჯიქიას საფლავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ პატივი მიაგო და გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ვიცე გუბერნატორთან ერთად საფლავები გვირვინებით ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმაც შეამკეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სულ 37 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან სამოქალაქო პირებიც. ისინი აგვისტოს ომის გმირები არიან.