- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 1 947 წელს დაბადებული მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის კლინიკაში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 976 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 668, გარდაიცვალა 16 პაციენტი.