კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა.

“აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში – 78 პაციენტია, იმერეთში – 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში – 3, მცხეთა-მთაიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთში-1”, – განაცხადა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7093 -ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen + 17 =

Akismet ანტისპამი