საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას უკავშირდება


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.

“196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – ექვსი, ქვემო ქართლი – ხუთი, შიდა ქართლი – ერთი, გურია – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი – ორი, კახეთი -ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი ინფორმაციით, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43 პროცენტი შეადგინა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two − one =

Akismet ანტისპამი