სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით გამოკვლეული 649 ნიმუშებიდან კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა.

6 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ოთხი ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ, გალის რაიონის სოფელ საბერიოს კლასტერია, ერთი სენაკში დადასტურებული კოვიდინფიცირებულის კონტაქტი, ხოლო ერთი შემთხვევა არის ბათუმში მცხოვრები მოქალაქის, რომელიც ზუგდიდში დროებით იმყოფებოდა.

,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 139 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − 10 =

Akismet ანტისპამი