- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დადასტურდა, 30 კი თბილისში.
“187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო-11, სამცხე-1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია- 45. კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1798 პაციენტი, აქედან კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი პაციენტია. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემტხვევა გამოვლინდა.