ჯანმო-ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება


  • ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ ქვეყნებს ამ ინფორმაციის მოსმენა არ სურთ.

„ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყნებს ამ ცუდი ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. მეც მინდა, პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო იმის შესახებ, რომ პანდემია ამა თუ იმ დროს დასრულდება“, – აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ვაქცინის შექმნა პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.

„გამუდმებით მესმის, ვაქცინა პანდემიას დაასრულებს, რასაკვირველია, ეს ასე არაა. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფზე იმოქმედებს თუ არა. თუკი სხვადასხვა ვაქცინის დაკვეთა მოგვიწევს, ეს ლოჯისტიკური ღამის კოშმარი იქნება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ცნობისათვის, ჯანმო-ს მონაცემებით, ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, თუმცა ფატალური შემთხვევები შედარებით სტაბილური რჩება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!