კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან 11-ის წყარო უცნობია


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევიდან 11-თან დაკავშირებით წყაროს დადგენის მიზნით კვლევა გრძელდება.

“ამ შემთხვევების განაწილება ასეთია-90 არის აჭარა, 15 ქუთაისის სკოლის შემთხვევაა, 15 -„ენგურჰესის“ , 17 დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი, 4 შემოტანილი შემთხვევაა და 11-თან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 6 ადამიანი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვიის,  დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four + fifteen =

Akismet ანტისპამი