- ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“, 14 პაციენტის ინფიცირება დაკავშირებულია ბათუმთან, 18 პირი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 4 პაციენტის ინფიცირება უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას, ინფიცირების 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 პაცინეტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
“ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 100 ათას მოსახლეზე ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 10.2. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი არის 52.9, ანუ 100 ათას მოსახლეზე ავადობის რიცხვი…”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.