წალნჯიხაში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანლის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში კორონავირუსის 2 შემთხვევა დადასტურდა.

ინფიცირებულია ერთი ოჯახის ორი წევრი, და-ძმა, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისში 29 აგვისტოს. საეჭვოა ამავე ოჯახის კიდევ ერთი წევრის, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის კვლევის პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ინფიცირებულ და-ძმასთან უშუალო კავშირში მყოფი 8 პირი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დამატებით გრძელდება კიდევ ეპიდემიოლოგიური კვლევა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two + twenty =

Akismet ანტისპამი